ზემო წირის ეკლესია ბზეზვა

ზემო წირის ეკლესია ბზეზვა — გარდამავალი ხანის საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წირში.

სოფლიდან დასავლეთით 2 კმ., ტყიანი ბორცვის თავზე მდებარე ეკლესია მცირე ზომის რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაშენი. დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის საკურთხევლით, რასაც ადასტურებს შემორჩენილი სამხრეთის მხარი. ჩრდილოეთის მხარი მონგრეულია. აბსიდში სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ნიშაა მოთავსებული. საკურთხევლის ძირში მოხაზულობას იმეორებს ხარისხი. კედლების ძლიერი დაზიანების გამო სარკმლების კვალი არ შეინიშნება.

სამხრეთი კედლის კარი დასავლეთ მონაკვეთშია გაჭრილი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!