ზაზა ურუშაძე (დ. 30 ოქტომბერი, 1966, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 2019) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.
დაიბადა ქართველი მეკარის, რამაზ ურუშაძის ოჯახში.
1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 8 მაისიდან[1] 2019 წლის 11 სექტემბრამდე იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.[2]
2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.[3] ასევე ნომინირებული იყო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.[4]
გარდაიცვალა 2019 წლის 7 დეკემბერს, გულის შეტევით.[5] დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფილმოგრაფია
- გადაღებული აქვს ფილმები
- გადაღებული აქვს სერიალი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო