ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა (დ. 9 იანვარი, 1976, ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი) — ქართველი მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].
ბიოგრაფია
ვლადიმერ აფხაზავა დაიბადა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი[2].
2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს[1].
2017 წლის 5 ოქტომბერს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და გახდა აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].
2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა[3], ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს[4].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო