ვეჯინის ხევი

ვეჯინის ხევი, ვეჯინი — ხეობა სოფელ გლდანის დასავლეთით, მდინარე გლდანისხევს ერთვის მარჯვნიდან. მოიცავს ტერიტორიას ჯოხტნის-ხევიდან დიდველის მთამდე. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან აყრილი მოსახლეობა კახეთის სოფელ ვეჯინში ჩასახლებულა.

შემონახული ძეგლების მიხედვით ვეჯინის ხევის ტერიტორია უკვე ადრინდელი შუა საუკუნეებში ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. ხეობის დასაწყისიდან 1 კმ-ზე, მთის ფერდობზე, შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების სასახლის კომპლექსის და ეკლესიების ნანგრევები. კომპლექსის სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. კედელში ზოგან დატანებულია წყალსადენის კერამიკული მასალები. სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ასიოდე ნაბიჯზე აღმართულია იმავე ხანის პატარა ეკლესია, ხოლო ცოტა მოშორებით, ტყეში, კიდევ ორი პატარა ეკლესიაა, რომლებიც სასახლის კომპლექსს ენათესავება (კედლის წყობით, სამშენებლო ხერხებით, არქიტექტურული ფორმებით).

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!