ვესპრემის მედიე (უნგრ. Veszprém) — მედიე უნგრეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ვესპრემი. ფართობი — 4613 კმ². მოსახლეობა — 346647 ადამიანი (2015). მდებარეობს ბალატონის ტბის ჩრდილოეთით. მედიეს შუა ნაწილში ბაკონის ტყიანი მთებია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით კიშალფელდში გადადის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ბალატონის ტბის ჩრდილოეთ ნაპირებამდე აღწევს. ნალექები 600-800 მმ წელიწადში.
ეკონომიკა
ვესპრემის მედიე სამრეწველო რაიონია, ბაკონის მთებში იღებენ ქვანახშირს, ბოქსიტებს, მანგანუმის მადანს. განვითარებულია ქიმიური, ალუმინის და მანქანათსაშენი მრეწველობა. მთებში ჭვავის, ქერის და შვრიის ნათესებია, დაბლობში ხორბლისა და სიმინდის. ბალატონის რივიერაზე განვითარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო