ვარდის ტატუ (ინგლ. The Rose Tattoo) — 1955 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაღებულია ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება ლუიზიანაში, იტალიურ-ამერიკულ დასახლებაში. სატვრითო მანქანის მძღოლ როზარიო დელე როზეს პოლიცია კლავს კონტრაბანდის გადატანის დროს. მისი ცოლი სერაფინა საკუთარ თავში იკეტება და ქალიშვილ როუზსაც სახლში ჩაკეტვას აიძულებს. როუზი მაინც ახერხებს დედის კონტროლისგან თავის დაღწევას, სერაფინა კი გაიგებს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, თავად კი გაიცნობს მომხიბვლელ იტალიელ მძღოლს.
როლებში
ჯილდოები
- ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ანა მანიანი
- შავ-თეთრი ფილმის საუკეთესო ოპერატურა: ჯეიმზ ვონგ ჰოუი
- შავ-თეთრი ფილმის საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჰელ პერეირა, ტამბი ლარსენი, სემ კომერი, არტურ კრამსი
- BAFTA
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ანა მანიანი
რესურსები ინტერნეტში