ვარდისუბნის ნაეკლესიარები — არქიტექტურული ძეგლები სოფელ ვარდისუბანში, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით.
პირველი ნაეკლესიარი
შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედლის ნაგლეჯი. დანარჩენი კედლები მიწის პირამდეა დანგრეული. ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვითა და კირის ხსნარით.
მეორე ნაეკლესიარი
არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ვენახებში. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, რომელიც რიყის ქვითა და კირის ხსნარითაა ნაგები.
მესამე ნაეკლესიარი
არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 5-6 კილომეტრზე, ტყეში. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი. გეგმა არ იკითხება. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვით.
ლიტერატურა