ეშმაკი ატარებს პრადას (ინგლ. The devil wears prada) — 2006 წლის კომედიური დრამა, რომელიც წარმოადგენს ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. ფილმის რეჟისორია დევიდ ფრანკელი, ხოლო პროდიუსერი - ვენდი ფაინერმენი. ფილმის დისტრიბუტორია კომპანია 20th Century Fox-ი. მერილ სტრიპმა შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ენდი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მიემგზავრება ნიუ-იორკში და ოცნებობს გახდეს ჟურნალისტი. ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი. პრისტლი იმ თაობის ქალია, რომელსაც წარმატების მიღწევა ისეთ სამყაროში მოუწია, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. მან კარიერა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხარჯზე გაიკეთა. ენდი ყველა სირთულეს შესანიშნავად გაართმევს თავს, ჩაცმას და დახურვასაც ისწავლის, თავისი მონსტრი უფროსის პატივისცემასაც დაიმსახურებს, პარიზშიც კი მოხვდება. ბოლოს ენდი მოვალეობასა და სიყვარულს შორის, მაინც სიყვარულს აირჩევს და თავის მზარეულ შეყვარებულს დაუბრუნდება.
როლებში
ფილმში ასევე თამაშობენ: ადრიან გრენირი, საიმონ ბეიკერი და ტრეისი ტომსი.
რესურსები ინტერნეტში