ერედის ღვთისმშობლის ეკლესია — საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები.
ეკლესიიდან შემორჩა დასავლეთი კედელი, რომლის სიმაღლე 180 სმ-ს აღწევს, სამხრეთი კედელი ფრაგმენტულად და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის მცირე ნაწილი.
ეკლესიის ნანგრევი დაფარულია დიდი ზომის ეკალ-ბარდებით. ირგვლივ მიმობნეულია ჩამონაშალი ქვები.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში