ემრე ჯანი (გერმ. Emre Can; დ. 12 იანვარი, 1994, ფრანკფურტი) — თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი. ჯანი „ბაიერნში“ მეტწილად დუბლებში თამაშობდა, ან სათადარიგო ფეხბურთელი იყო. 2013-14 წლების სეზონში გადავიდა „ბაიერ 04 ლევერკუზენში“, სადაც 29 თამაშში გაიტანა სამი გოლი. 2014 წლის ზაფხულში ჯანი „ლივერპულმა“ შეიძინა. 2018 წელს „იუვენტუსში“ გადავიდა საიდანაც 2020 წელს დორტმუნდის „ბორუსიას“ შეუერთდა.
რესურსები ინტერნეტში