ელიტური საზოგადოება (ინგლ. The Bling Ring) — რეჟისორ სოფია კოპოლას 2013 წლის მხატვრული ფილმი. ფილმი 2008-2009 წელს ჰოლივუდში მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი ახალგაზრდა მძარცველთა ჯგუფის ამბავს გადმოსცემს. დაჯგუფება სახელწოდებით Bling Ring ლოს-ანჯელესში 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის აგვისტომდე მოქმედებდა. 5 მოზარდი თავგადასავლებისა და გართობის ძიებაში გადაწყვეტს რამდენიმე ცნობილი პიროვნების სახლის გაქურდვას. ჯგუფის წევრები იპარავდნენ ტანსაცმელსა და ძვირფასეულობა, რომლის საერთო ღირებულება სამ მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა. მძარცველთა მსხვერპლი იყვნენ ორლანდო ბლუმი, ლინდსი ლოჰანი, მეგან ფოქსი და ყველაზე ხშირად — პერის ჰილტონი.
როლებში
კამეო როლები
რესურსები ინტერნეტში