ეკლესია ბასილის ძმა

ეკლესია ბასილის ძმა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში.

ალეურას ხეობაში მდებარე დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. სწორკუთხა ნიშები მოწყობილია სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელში. არქიტრავული შესასვლელი მოთავსებულია დასავლეთ კედელში.

ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია გადაუხურავს კრამიტით.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 130

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!