ეთერის სიმღერა — სიკო დოლიძის 1956 წლის ქართული მხატვრული ფილმი. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1957 წლის 1 თებერვალს. ფილმში ვოკალურ პარტიებს ასრულებენ: დ. გამრეკელი, ზ. ანჯაფარიძე, გ. დოლიძე, თ. თაქთაქიშვილი, ლ. გოცირიძე, მ. ამირანაშვილი, მ. ნაკაშიძე. [1]
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი ქართული მუსიკის კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. ავადმყოფი კომპოზიტორი რადიოთი უსმენს „აბესალომ და ეთერის“ ტრანსლაციას და მის თვალწინ გაივლის პირადი ცხოვრებისა და ოპერის შექმნასთან დაკავშირებული წინააღმდეგობებით აღსავსე ეპიზოდები. ფილმი ოპერის საიუბილეო წარმოდგენითა და საყოველთაო ზეიმით მთავრდება.[1]
როლებში
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო