ედოგავა რამპო

ედოგავა რამპო
იაპონ. 平井 太郎
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1894(1894-10-21)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ნაბარი
გარდაცვალების თარიღი 28 ივლისი, 1965(1965-07-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი Ikebukuro
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო
ფსევდონიმი 江戸川乱歩
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი
ჟანრი კრიმინალური რომანი
Magnum opus Murder on D Street, Beast in the Shadows, The Fiend with Twenty Faces და The Demon of the Lonely Isle
ჯილდოები Medal with Purple Ribbon
შვილ(ებ)ი რიუტარო ჰირაი
გავლენა მოახდინეს

ედოგავა რამპო (იაპონ. 江戸川 乱歩, ნამდვილი სახელი ტარო ჰირაი; დ. 21 ოქტომბერი, 1894 — გ. 28 ივლისი, 1965) — იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი, რომელსაც თანამედროვე იაპონური დეტექტიური ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევენ. ბევრი მისი დეტექტიური მოთხრობის მთავარი გმირია დეტექტივი კოგორო აკეტი.

რამპო დასავლელი მისტიკოსი მწერლების თაყვანისმცემელი იყო, განსაკუთრებით უყვარდა ედგარ ალან პო, რომლის სახელსაც მიემართება სწორედ მისი ფსევდონიმი.[7] ავტორზე ასევე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს ართურ კონან დოილმა, რომლის ტექსტებსაც იგი ვასედას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თარგმნიდა და იაპონელმა მისტიკოსმა მწერალმა რიუნოსკე აკუტაგავამ.

ბიოგრაფია

1894 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ნაბარიში, კლერკის ოჯახში დაიბადა. ცოტა ხანში მისი ოჯახი ნაგოიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტარო სკოლაში შეიყვანეს. თითქმის მაშინვე დაინტერესდა დეტექტივებით, რომლებსაც ადგილობრივ გაზეთებში კითხულობდა. სულ მალე თანატოლებთან ერთად საბავშვო ჟურნალების გამოშვება დაიწყო. ამ გატაცებამ უნივერსიტეტის წლებამდეც კი გასტანა. 1913 წელს ვასედას უნივერსიტეტში პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის წლებშივე გაეცნო ართურ კონან დოილისა და ედგარ ალან პოს მოთხრობებს, რომლებმაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე. მალე პირველი საკუთარი მოთხრობა დაწერა და ლიტერატურულ ჟურნალში გაგზავნა, თუმცა დაუწუნეს და არ დაუბეჭდეს.

1916 წელს აგვისტოში უნივერსიტეტი დაამთავრა და ოსაკაში გაანაწილეს სამუშაოდ, თუმცა დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. მცირე ხანს ვაჭრობაც სცადა - ძმებთან ერთად ტოკიოში გადავიდა, სადაც წიგნების მაღაზია გახსნა და თვითონაც მცირე ხანს იქვე მუშაობდა. პარალელურად ჟურნალებთან თანამშრომლობდა, წერდა მულტფილმების სცენარებს.

1922 წელს დაწერა მოთხრობა „ბრინჯაოს მონეტა“, რომელიც ერთ წელიწადში გამოაქვეყნა ფსევდონიმით ედოგავა რამპო - ეს სახელი ედგარ ალან პოს სახელის მიმსგავსებით დაირქვა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს იაპონური დეტექტიური ლიტერატურა. რამპომ იაპონიაში დეტექტივების მოყვარულთა კლუბიც დააარსა, რომლის პირველი პრეზიდენტი თავადვე იყო, აქტიურად წერდა და აქვეყნებდა რომანებს, მოთხრობებს, მალე კრებულების გამოცემაც დაიწყო. კითხულობდა ლექციებს და წერდა გამოკვლევებს დეტექტიური ჟანრის შესახებ. რამპო ასევე წერდა მოთხრობებს მოზარდებისთვის.

1954 წელს ტოკიოში მისი სამოცი წლის იუბილე აღინიშნა, რომლის დროსაც რამპომ თავისი სახელობის პრიზის დაარსების შესახებ გამოაცხადა. 1961 წელს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოსტატთა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. 1965 წლის 28 ივლისს ცნობილი მწერალი ინსულტით გარდაიცვალა.

ნაწარმოებები

ლიტერატურა

  • Angles, Jeffrey (2011), Writing the Love of Boys: Origins of Bishōnen Culture in Modernist Japanese Literature. Minneapolis: University of Minnesota Press. ISBN 978-0-8166-6970-7.
  • Jacobowitz, Seth (2008), Introduction to The Edogawa Rampo Reader. Fukuoka: Kurodahan Press. ISBN 978-4-902075-25-0.
  • Kawana, Sari (2008), Murder Most Modern: Detective Fiction and Japanese Culture. Minneapolis: University of Minnesota Press. ISBN 978-0-8166-5025-5.
  • Silver, Mark (2008), Purloined Letters: Cultural Borrowing and Japanese Crime Literature, 1868-1937. Honolulu: University of Hawai'i Press. ISBN 978-0-8248-3188-2.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 BD Gest'
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. "ედგარ ალან პო" →「エドガー・アラン・ポー("ედოგაა არან პოო")」→"ედოგააარანპო"→"ედოგავა რამპო"(えどがわ・らんぽ)→江戸川乱歩. The Edo River (in Japanese, Edogawa) empties into Tokyo Bay. Rampo means "random walk".

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!