დუ ფუ, ტუ ფუ (ჩინ. 杜甫, ფინინი: Dù Fǔ, უეიდ-ჯაილზი Tu Fu, დ. 712, გუნის მაზრა, ხუნანის პროვინცია — გ. 770) — ტანის ეპოქის ჩინელი პოეტი.
ლი ბოსთან ერთად მას მიიჩნევენ უდიდეს ჩინელ პოეტად.[8] მისი თავდაპირველი სურვილი სახელმწიფო კარიერა იყო, თუმცა მან ვერ მიიღო სასურველი დანიშნულება. მისი ცხოვრებისას მოხდა 755 წლის ან ლის აჯანყება, რის გამოც მან ცხოვრების ბოლო 15 წელი დაუდეგრად გაატარა.
თავიდან ნაკლებად ცნობილი შემოქმედთათვის, მისი ავლენა იგრძნობა როგორც ჩინურ, ასევე იაპონურ კულტურებში. მისი ნაშრომებიდან დღესდღეობით 1500-ია შემორჩენილი.[8] მას ეძახდნენ პოეტ ისტორიკოსს და საგისმწერ პოეტს. დასავლეთის კულტურაში მას მოიხსენიებდნენ როგორც „ჩინელ ოვიდიუსს“ და „ჩინელ შექსპირსაც“ კი.
სქოლიო