დრეიკის მეოთხე ალბომი, Views 2016 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება იქონია.[12]დენსჰოლით შთაგონებული დისკი Billboard 200-ში პირველ ადგილს 20 კვირის განმავლობაში იკავებდა[13] და იქცა პირველ ალბომად ასეთი წარმატებით ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. სინგლი „One Dance“ ჩარტების პირველ ადგილს რამდენიმე ქვეყანაში იკავებდა (მათ შორის - აშშ-ში, ბრიტანეთში და კანადაში). ამის გარდა, დრეიკი Billboard Hot 100-ში და Billboard 200-ში ერთდროულად ლიდერობდა რვა კვირის განმავლობაში - ეს იყო ახლოს რეკორდთან, რომელიც მანამდე უიტნი ჰიუსტონის მიერ დამყარდა.[14] ალბომმა აშშ-ში ოთხმაგი პლატინა მოიპოვა და გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა მილიონი ასლის ოდენობით[15][16]. სინგლმა „Hotline Bling“ მას მოუპოვა გრემის მეორე და მესამე ჯილდო, როგორც საუკეთესო რეპ-შესრულების, ასევე რეპ-სიმღერის კატეგორიაში.[17]
დრეიკი Billboard-ის ერთ-ერთი რეკორდსმენია. საუკეთესო ასეულის ისტორიაში წარმატება იქონია მისმა 154-მა სხვადასხვა სიმღერამ. ამასთან, ერთდროულად ჩარტში იმყოფებოდა მუსიკოსის 24 სიმღერა, ხოლო ზოგადად ასეულში ერთი კვირის განმავლობაში დებიუტების მხრივ მის კარიერაში 21 სინგლი აღირიცხება.[18] იგი აგრეთვე გამოირჩევა სხვა შემსრულებლებს შორის Hot Rap Songs-ში, Hot R&B/Hip-Hop Airplay-ში და Rhythmic Charts-ში ერთდროულად სინგლების ყველაზე დიდი რაოდენობით[19][20]. გრემის გარდა დრეიკი ფლობს სამ ჯუნოს და ამერიკული მუსიკის ექვს ჯილდოს.
დრეიკის სხვა საქმიანობებს შორის არის ლეიბლიOVO Sound, დაარსებული პროდიუსერ 40-სთან ერთად. მუსიკოსი თავად ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის სახით მუშაობს, ფსევდონიმით Champagne Papi. ფსევდონიმით „OVO“ იგი აგრეთვე უშვებს ტანსამცლის კოლექციებს და მიჰყავს გადაცემა Beats 1 Radio-ზე. დრეიკი ამჟამად აგრეთვე არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსოფლიო ელჩი, კერძოდ - ტორონტო რაპტორსის წარმომადგენელი.[21]