დიდი ფატრა (სლოვაკ. Veľká Fatra) — ქედი დასავლეთ კარპატებში, ჩრდილოეთ სლოვაკეთში. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 1595,6 მ (მთა ოსტრედოკი).[1] გეომორფოლოგიურად ფატრა-ტატრების ოლქის ნაწილია. მნიშვნელოვანი ნაწილი აგებულია მეზოზოური ასაკის ქანებით; ცენტრალური ნაწილი ფიქლებით, ხოლო სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი — კირქვებითა და დოლომიტებით. დანაწევრებულია კანიონისმაგვარი ხეობებით. ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 90% დაფარულია წიფელითა და სოჭით, გვხვდება აგრეთვე ნაძვი. 1971 წელს დიდი ფატრის ტერიტორია ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო 2002 წლის 1 აპრილიდან ეროვნული პარკია. განვითარებულია ტურიზმი.[2]
სქოლიო