რჩევები ვიკიპედიის ახალბედა რედაქტორებს:
- სტატიას სახელი დაარქვით ვიკიპედიის წესების დაცვით (გვერდების სახელები)
- დაწერეთ სტატია არატენდენციურად (ნეიტრალური თვალსაზრისი).
- არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომლის საავტორო უფლებები დაცულია.
- პატარა სტატია ბევრი ბმულებით უკეთესია, ვიდრე დიდი სტატია ცოტა ბმულებით.
- დიდი მოცულობის სტატია ადვილი წასაკითხი იქნება, თუ მოახდენთ მის სტრუქტურირებას — თავებად და ქვეთავებად დაყოფას.
- პატარა, არასრული სტატია უმჯობესია, ვიდრე არაფერი.
- დაწერეთ სტატია იმ თემაზე, რომელიც უკეთ იცით ან გაინტერესებთ.
- შეადგინეთ სტატიის ესკიზი და შემდეგ ნელ-ნელა შეავსეთ სათანადო ინფორმაციით.
- მკითხველთა უმეტესობა თვალიერებისას ხედავს გვერდის მხოლოდ ზედა ნაწილს, ამიტომ შეეცადეთ გვერდი იყოს პირამიდული სტრუქტურის (სათაურები, ქვესათაურები და ა.შ.).
- განხილვის გვერდებზე კომენტარების განთავსებისას აუცილებლად მოაწერეთ ხელი, ხოლო ძირითად გვერდზე ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია.
- შემჩნევისთანავე აუცილებლად შეასწორეთ სტატიაში დაშვებული შეცდომა ან უზუსტობა.
- გამოიყენეთ ენათშორისი ბმულები.
- ყოველთვის შეამოწმეთ ანონიმი ავტორების მიერ შეტანილი ცვლილებები.
- ყურადღებით წაიკითხეთ სტილის სახელმძღვანელო — სტატიების გარკვეული ჯგუფისთვის სტილებია ჩამოყალიბებული (მაგ. ბიოგრაფიული სტატიები, თარიღების სტატიები და სხვა).
იხილეთ აგრეთვე
__DTELLIPSISBUTTON__{"threadItem":{"headingLevel":2,"name":"h-","type":"heading","level":0,"id":"h-\u10d8\u10ee\u10d8\u10da\u10d4\u10d7_\u10d0\u10d2\u10e0\u10d4\u10d7\u10d5\u10d4","replies":[]}}-->