ხოსე დანიელ ორტეგა საავედრა (ესპ. José Daniel Ortega Saavedra; დ. 11 ნოემბერი 1945) — ნიკარაგუის 58-ე და მოქმედი 62-ე პრეზიდენტი. სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალური ფრონტის თავმჯდომარე.
ორტეგა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები
2008 წლის 2 სექტემბერს, ნიკარაგუის არმიის დაარსების 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე, ორტეგამ საჯაროდ განაცხადა, რომ „ნიკარაგუა აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და სრულად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის პოზიციას“. ორტეგას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობა აღიარა.[1] ერთი დღის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონები ვენესუელამაც აღიარა. ნიკარაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დაამყარა აფხაზეთთან და უახლოეს მომავალში იგივეს გეგმავს სამხრეთ ოსეთთანაც.[2]
სქოლიო