გულები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, ქედა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა).[2]
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 490 მ., დაბა ქედიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით. სოფელში არის გოგირდოვანი მინერალური წყალი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 კაცი.[1]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
291[3][4]
|
2014 |
235[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო