გრიგორი ევსეევიჩ ზინოვიევი (რუს. Григорий Евсеевич Зиновьев, ნამდვილი სახელი ოვსეი-გერშონ აარონის ძე რადომისლსკი [Овсей-Гершон Аронович Радомысльский]; დ. 11 (23) სექტემბერი, 1883, ელისავეტგრადი — გ. 25 აგვისტო, 1936, მოსკოვი) — წარმოშობით ებრაელი რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. პარტიის ცკ პოლიტბიუროს წევრი (1921-1926), რკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1919-1921), რკპ(ბ) ცკ ორგბიუროს წევრი (1923-1924).
ვ. ლენინის გარდაცვალების შემდეგ პარტიის ლიდერობაზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. 1920-იან წლებში შიდაპარტიული ბრძოლების აქტიური მონაწილწე. სამჯერ (1927, 1932 და 1934 წლებში) გარიცხული რკპ(ბ)-დან და ორჯერ აღდგენილი მისსავე რიგებში. 1936 წელს დახვრიტეს, რეაბილიტირებულიასიკვდილის შემდეგ 1988 წელს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო