გლიკოლიზი – გლუკოზის უჟანგბადო დაშლის პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ცხოველურ უჯრედში და ზოგიერთ მიკროორგანიზმში, ამ დროს ხდება ადენოზინტრიფოსფორმჟავას სინთეზი და წარმოიქმნება საბოლოო პროდუქტი – რძემჟავა. ეს პროცესი მიმდინარეობს რძემძავა დუღილის ბაქტერიებში და სოკოებში(იწვევს რძის აჭრას, მაწვნის არაჟნის დამზადებას და ა. შ. გლიკოლიზი უზრუნველყოფს ცოცხალ ქსოვილში ენერგიის დაგროვებას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში.