გიორგი ალექსანდრეს ძე ჭელიძე (დ. 24 ოქტომბერი, 1922, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 1990) — ქართველი კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). 1950 წ. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1952 წლიდან მუშაობს „ქართულ ფილმში“. მთავარი ოპერატორია მხატვრული ფილმებისა: ჩვენი ეზო (1956), საბუდარელი ჭაბუკი (1957), მაია წყნეთელი (1959), ხევსურული ბალადა (1965), დიდოსტატის მარჯვენა (1969), როცა აყვავდა ნუში (1972), პირველი მერცხალი (1975), გასეირნება თბილისში (1975), იმერული ესკიზები (1979), მაცივარში ვიღაც იჯდა (1983) და სხვ.
ფილმოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო