გიზის დინასტია (ფრანგ.Guise) — ფრანგ ჰერცოგთა დინასტია, რომელთა წარმომადგენლებმა XVI საუკუნეში საფრანგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დინასტია ლოთარინგიის ჰერცოგების უმცროს შტოს წარმოადგენდა. მისი დამაარსებელი იყო ლოთარნიგიის ჰერცოგის რენე II-ის ვაჟი კლოდი (დ. 1496 — გ. 1550), რომელიც 1527 წელს I-ლი ჰერცოგი დე გიზი გახდა. მისი ქორწინებით ანტუანეტა დე ბურბონ-ვანდომზე გიზები საფრანგეთის სამეფო დინასტიას დაუნათესავდნენ.