გერი ლეონარდ ოლდმენი (ინგლ. Gary Oldman დ. 21 მარტი, 1958) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.[1] მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა სიდი და ნენსი, დაცქვიტე ყურები, ჯფკ, დრაკულა, ნამდვილი სიყვარული, ლეონი, მეხუთე ელემენტი, პრეტენდენტი, ჰარი პოტერის ფილმების სერია, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია და თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ისევე როგორც სატელევიზიო სერიალებში მეგობრები და დაცემული ანგელოზები.
ბიოგრაფია
ოლდმენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა 1980-იანი წლებში, როდესაც თავისი როლებისთვის კინოკრიტიკოსმა, როჯერ ებერტმა[2] მას „საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი“ უწოდა.[3] მაღალბიუჯეტიან ჰულივუდურ ფილმებში მთავარი და მეორეხარისხოვან როლებთან ერთად, მას ასევე უთამაშია დამოუკიდებელ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. 1997 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, როდესაც გადაიღო და დაწერა არ ჩაყლაპო, ფილმი რომელიც გარკვეულწილად მისვე ბავშვობაზე იყო დაფუძნებული.[4] ის ასევე იყო ამ და კიდევ რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.
სხვა ჯილდოებთან ერთად, ოლდმენს მიღებული აქვს ნომინაციები ემის, კინომსახიობთა გილდიის და ბაფტას დაჯილდოებებზე. არის 2018 ოსკარის მფლობელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომიმაციაში, ფილმისთვის „მძიმე დროება“ (2017), სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა.[5][6] მისი წვლილისთვის სამეცნიერო ფანტასტიკაში, მან მიიღო სატურნის ჯილდო. 1997 წელს მიიღო ბაფტას ორი ჯილდო ფილმისთვის „არ ჩაყლაპო“, რომელიც ასევე შევიდა კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმთა ნუსხაში. 2011 წელს, ჟურნალმა Empire ის დაასახელა „კინოს სიმბოლოდ“, შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.[7]
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1928–1940 | |
---|
| 1941–1960 | |
---|
| 1961–1980 | |
---|
| 1981–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
|