გელენჯიკი

ქალაქი
გელენჯიკი
Геленджик

გელენჯიკი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 44°33′39″ ჩ. გ. 38°04′36″ ა. გ. / 44.56083° ჩ. გ. 38.07667° ა. გ. / 44.56083; 38.07667
დაარსდა 1831
ამჟამინდელი სტატუსი 1915
ფართობი 123 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 61 391 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86141
საფოსტო ინდექსი 353460–353497
ოფიციალური საიტი gelendzhik.org
გელენჯიკი — რუსეთი
გელენჯიკი

გელენჯიკი (რუს. Геленджик) — საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს შავი ზღვის გელენჯიკის უბის ნაპირზე, მარკოთხის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისძირას, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ქალაქ ნოვოროსიისკიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2013 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 61 391 ადამიანი. გელენჯიკი საკურორტო რაიონის ცენტრია. ამ რაიონშია ზღვისპირა კლიმატური კურორტები და სამკურნალო ადგილები: დივნომორსკოე, ჯანხოთი, კაბარდინკა, არხიპო-ოსიპოვკა. ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა, ზაფხული ძალიან თბილია, ზამთარი რბილი. ნალექები 750 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალებანია: აეროთერაპია, მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა, ტალახით მკურნალობა, ყურძნით მკურნალობა. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა და ნერვული სისტემის დაავადებანი, სისხლის მიმოქცევის მოშლა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები.

შეიქმნა 1864 წელს როგორც დასახლებული პუნქტი. ქალაქია 1915 წლიდან. არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!