გაბრიელ ანო
|
პირადი მონაცემები |
---|
დაბადების თარიღი |
6 ნოემბერი, 1889 |
---|
დაბადების ადგილი |
არასი, ნორდი, საფრანგეთი |
---|
გარდაცვალების თარიღი |
10 აგვისტო, 1968 (78 წლის) |
---|
სათამაშო პოზიცია |
მცველი |
---|
პროფესიონალური კარიერა* |
---|
წლები |
გუნდი |
მატჩი |
(გოლი) |
---|
1906–1910 |
ტურკუენი |
? |
(?) |
---|
1910–1912 |
პროისენი |
? |
(?) |
---|
1912–1915 |
ტურკუენი |
? |
(?) |
---|
1916–1919 |
ფრანსიზი |
? |
(?) |
---|
ეროვნული ნაკრები |
---|
1908–1919 |
საფრანგეთი |
12 |
(3) |
---|
სამწვრთნელო კარიერა |
---|
1945–1949 |
საფრანგეთი |
---|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
|
გაბრიელ ანო (ფრანგ. Gabriel Hanot; დ. 6 ნოემბერი, 1889 — გ. 10 აგვისტო, 1968) — ფრანგი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და ჟურნალისტი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე საფრანგეთის და გერმანიის საფეხბურთო კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.
ჟურნალისტური კარიერა ძირითადად სპორტულ ჟურნალ L'Équipe-ის რედაქციაში გაატარა, მუშაობდა L'Équipe-ის შვილობილი საფეხბურთო ჟურნალის — France Football-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. გაბრიელ ანოს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაში[1], ასევე ჟურნალ L'Équipe-ის მთავარ რედაქტორთან, ჟაკ ფერანთან ერთად, ეკუთვნის იდეა ევროპის ჩემპიონთა თასის ჩატარებაზე[2]. გაბრიელ ანოს უკავშირდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისა და მისთვის ოქროს ბურთის გადაცემის იდეაც.
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში