ბერხტესგადენის ალპები (გერმ. Berchtesgadener Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება გერმანიისა (ბავარია) და ავსტრიის (ზალცბურგი) ტერიტორიაზე. გადაჭიმულია 45 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 2941 (ჰოხკენიგი). ქედის სამხრეთი მონაკვეთი აგებულია დოლომიტებით, რომლებზეც განლაგებულია მჭიდრო კირქვიანი სარტყელი. ბერხტესგადენის ალპების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბერხტესგადენის ეროვნული პარკი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში