ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (ფრანგ.Balthazar Klossowski de Rola; დ. 29 თებერვალი, 1908 — გ.18 თებერვალი, 2001) — პოლონური წარმოშობის ფრანგი ფერმწერი, რომლის ნამუშევრები ხაზგასმით ანტი-მოდერნისტული იყო. ბალთუსის სტილი უპირატესად კლასიკური და აკადემიურია, თუმცა მისი ტექნიკა და კომპოზიციები შთაგონებულია წინარერენესანსული ხანის ფერმწერების ნამუშევრებით, ხანაც თანამედროვე სიურეალისტების ტილოებს, განსაკუთრებით ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს მოგვაგონებს.