აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1908)

‹ 1904 აშშ-ის დროშა 1912 ›
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები
3 ნოემბერი, 1908
პრეზ. კანდიდატი უილიამ ტაფტი უილიამ ბრაიანი
პარტია რესპუბლიკური პარტია დემოკრატიული პარტია
შტატი ოჰაიო ნებრასკა
ვიცე-პრეზ. კანდიდატი ჯეიმზ შერმანი ჯონ კერნი
ამომრჩეველთა კოლეგია 321 162
შტატში გამარჯვება 29 17
მოსახლეობა 7,678,395 6,408,984
პროცენტი 51.6% 43.0%

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. წითელი, შტატები, სადაც ტაფტმა გაიმარჯვა. ლურჯი, შტატები, სადაც ბრაიანმა გაიმარჯვა.
რიცხვები შტატიდან ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების რაოდენობას ასახავს.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
თეოდორ რუზველტი
რესპუბლიკელი
უილიამ ტაფტი
რესპუბლიკელი

1908 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მიუხედავად პოპულარულობისა, მოქმედმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა პირობა შეასრულა და მესამე ვადით არ იყარა კენჭი. სანაცვლოდ მან ახლო მეგობარს და ომის მდივანს უილიამ ტაფტს დაუჭირა მხარი. დემოკრატებმა 1896 და 1900 წლების არჩევნებში დამარცხებული უილიამ ბრაიანის კანდიდატურა წამოაყენეს, რომელიც ლიბერალების და პოპულისტების თვალში პოპულარული იყო. მიუხედავად აგრესიული კამპანიისა ბიზნესელიტის წინააღმდეგ, ბრაიანმა მესამე და ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია. ტაფტმა საკმაო უპირატესობით გაიმარჯვა.


Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!