აფრიკის დიდი ტბები (სუაჰ. Nchi za Maziwa Makuu) — დიდი ტბების სისტემა აფრიკაში, აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ზონაში. გაერთიანებულია ტბები: ვიქტორია, ტანგანიიკა, ნიასა, ტურკანა, ალბერტი, კივუ, ედუარდი. ზოგი მკვლევარი დიდი ტბების რიცხვს აკუთვნებს მხოლოდ ვიქტორიის, ალბერტისა და ედუარდის ტბებს, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ჩამონადენი მდინარე თეთრ ნილოსში. ტანგანიიკას და კივუს ჩამონადენი აქვთ მდინარე კონგოს სისტემაში, ხოლო ნიასას ზამბეზიში მდინარე შირეს გავლით. რუდოლფი — გაუმდინარია.
აფრიკის დიდი ტბები მსოფლიოში ერთ-ერთი უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. მოსახლეობა 100 მლნ. ადამიანს ჭარბობს. აფრიკის ამ ნაწილში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საძოვრები.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Jean-Pierre Chrétien (ავტორი), Scott Straus (მთარგმნელი)., The Great Lakes of Africa: Two Thousand Years of History.