ანტონი სკრიბე (ფრანგ. Anthony Scribe; დ. 1 იანვარი, 1988, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, „დინამო თბილისის“ მეკარე.
კარიერა
სკრიბე „მონპელიეს“ აღზრდილია, ძირითად გუნდში ითამაშა მხოლოდ ერთი მატჩი, 2008 წლის 10 აპრილს, ძირითადი მეკარის გაძევების შემდეგ „აიაჩოს“ წინააღმდეგ მოედანზე ბოლო 13 წუთი დაჰყო. 2008–2009 და 2010–2011 წლების სეზონებში იჯარით თამაშობდა საფრანგეთის დონით დაბალი ლიგის კლუბებში. 2013 წელს კონტრაქტი გააფორმა „აიაჩოსთან“. 2013–2014 წლების სეზონი მეორე გუნდში გაატარა, შემდეგ ერთი სეზონი დააწინაურეს ძირითად გუნდში, მაგრამ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 2014–2015 წლების სეზონში კი 15 მატჩი შეუცვლელად ითამაშა. 2015–2016 წლების სეზონის მეორე ნახევარში სკრიბე ისევ დააწინაურეს ძირითად გუნდში, სადაც სრულად ჩაატარა 15 მატჩი.
2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კონტრაქტი გააფორმა „დინამო თბილისთან“, რის შემდეგაც გახდა გუნდის პირველი მეკარე.[1][2]
ტიტულები
- აიაჩო:
- ლიგა 2, მეორე ადგილი (1): 2008/2009
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო