ანდრონიკე III დიდი კომნენოსი (ბერძ. Ανδρόνικος Γ΄ Μέγας Κομνηνός; დ. დაახლ. 1310 — გ. 8 იანვარი, 1332) — ტრაპიზონის იმპერიის მეათე იმპერატორი 1330–1332 წლებში, კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ალექსი II-ისა და ჯიაჯაყ ჯაყელის შვილი.
მმართველობა
პირველი რაც ანდრონიკე III-მ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო თავისი უმცროსი ძმების გიორგისა და მიხეილის დახოცვა. ერთ-ერთი ძმა ბასილი კი კონსტანტინოპოლში გაიქცა. ანდრონიკეს ამ ქმედებებმა გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიივანა, რის შედეგადაც მმართველობის მეოცე თვეს იგი მოკლეს. ანდრონიკეს მემკვიდრე გახდა უკანონოდშობილი შვილი მანუელ II.
ოჯახი
- ცოლის სახელი უცნობია
- ცნობილია საყვარლისაგან შობილი უკანონო შვილის სახელი
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991