ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ (ინგლ.American Horror Story: Freak Show) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეოთხე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს. მეოთხე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის.
როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა მახინჯების შოუმ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 6.13 მილიონზე მეტი მაყურებელი რითიც გახდა ტელეკომპანია FX-ის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულები პროგრამა. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს ოცი ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ექვსი ნომინაცია ლანგის, ოჰარეს, ფინ ვიტროკის, პოლსონის, ბასეტის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის. 1952 წლისთვის ამერიკაში დარჩენია მხოლოს ერთი მახინჯების შოუს დასი და მის მონაწილეებს უწევთ ბრძლოა დისკრიმინაციის წინაშე. წლების წინ ეს შოუ ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი კარგავს პოპულარობას და ამ შოუს მმართველი ელზა მარსი (ჯესიკა ლანგი) ყველანაირად ცდილობს, რომ შოუ პოპულარული გახადოს და მისი ოცნებაა, თვითონაც გახდეს პოპულარული მომღერალი. როდესაც ორი სიამის ტყუპი, დოტი და ბეტი ტატლერი (სარა პოლსონი) აღმოჩნდებიან საავადმყოფოში, ელზა ცდილობს მათ შოუში გამოჩენას და ამით შოუს პოპულარობის გაზრდას. შოუს წევრები არიან ჯიმი დარლინგი (ივენ პიტერსი, ეგრეთ წოდებული „ლობსტერი ბიჭი“, რომელიც ნატრობს ნორმალურ ცხოვრებაზე და დედამისი, ეტელ დარლინგი (კეთი ბეიტსი) — წვერებიანი ქალი, რომელიც ინარჩუნებს წესრიგს შოუში და ელზას მეგობარია. შოუში აგრეთვე მონაწილეობენ მძლეოსანი დელ ტოლედო (მაიკლ ჩიკლისი) და მისი ცოლი, სამ მკერდიანი დეზირე დუპრე (ანჯელა ბასეტი). რაც უფრო მეტი დრო გადის, დასიდან ნელ-ნელა უჩინარდებიან მონაწილეები.