ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა (ინგლ. New Wave of American Heavy Metal ან აბრევიატურა NWOAHM) — მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა აშშ-ში ადრეულ-შუა 1990-იანებში[1][2] და უფრო გაფართოვდა 2000-იანებში. ამერიკულ მძიმე მეტალის ახალ ტალღაში მოღვაწე ზოგიერთი ჯგუფი ირწმუნება, რომ მოძრაობა ჩამოყალიბდა ადრეულ 1980-იანებში, მაგრამ გავლენა და პოპულარობა ვერ მოიპოვა შემდეგი დეკადის დადგომამდე.[1][2]. მოგვიანებით ტერმინს NWOAHM ხშირად აიგივებდნენ ძალიან ადრეული 80-იანების ბრიტანული მძიმე მეტალის ახალ ტალღასთან.[1][2]
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი იხმარება მზარდი სიხშირით მედიის მიერ, მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე არ არსებობს.[2] ეს მოხდა იმის გამო, რომ მრავალმა ჯგუფმა ამერიკული მძიმე მეტალის ახალ ტალღას მრავალი სხვა ჩვეულებრივი სტილი შეურწყა.[3] ერთ-ერთი განსაზღვრება, რომელიც მეტალ სფეროში მოღვაწე დიდი ხნის მწერალს - გარი შარფ-იანგს ეკუთვნის, ასე ჟღერს: ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა არის „ევროპული სტილის რიფებისა და ხრინწიანი ვოკალის ქორწინება.“[4] ზოგიერთ ჯგუფს ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღიდან მიაწერენ მძიმე მეტალის მეინსტრიმში დაბრუნებას.[5]
სქოლიო