ამერიკის მეძაღლეთა კლუბი

ამერიკის მეძაღლეთა კლუბი
აბრევიატურა 1884; 140 წლის წინ (1884)
შეიქმნა 1884
ტიპი მეძაღლეთა კლუბი
ემსახურება რეგიონს აშშ
ენა ინგლისური
ქვეყანა აშშ
akc.org

ამერიკის მეძაღლეთა კლუბი (ინგლ. American Kennel Club) — არაკომერციული კინოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს წმინდა სისხლის ჯიშის ძაღლების რეესტრს. მისი პატრონობით ყოველწლიურად ტარდება 22 000-ზე მეტი ღონისძიება, გამოფენებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩათვლით, როგორებიცაა აჯილიტი, ობიდიენსი, რალი, ტრეკინგი, კურსინგი, სამწყემსო სამსახური და სხვა[1]. დაარსდა 1884 წელს. 2017 წლისთვის მასში დარეგისტრირებულია 1,2 მილიონზე მეტი ძაღლი და 555 ათასზე მეტი ლეკვი[2].

ისტორია

1884 წლის 17 სექტემბერს ფილადელფიაში შედგა 12 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელთა ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გახდა საწყისი წერტილი ამერიკის მეძაღლეთა კლუბის შექმნისა. ჯგუფის შემდეგ სხდომაზე, რომელიც შედგა 1884 წლის 22 ოქტომბერს ნიუ-იორკის მედისონ-სკვერ-გარდენში, მიღებული იქნა ორგანიზაციის წესდება და შემუშავდა ძირითადი პუნქტები, ხოლო ჯეიმზ მ. ტეილორი გახდა მისი პირველი პრეზიდენტი[2].

1889 წლის იანვარში გამოვიდა ამერიკის მეძაღლეთა კლუბის მიერ გამოცემული გაზეთის პირველი ნომერი, რომელიც გახდა ერთ-ერთი უძველესი კინოლოგიური გამოცემა[2].

1909 წლის 5 იანვარს დამტკიცდა ახალი წესდება და პუნქტები[2].

1911 წელს ძალაში შევიდა წესი, რომელიც ეხება ტერიტორიულ დაცვას. მსხვილ ქალაქებში შეიმჩნეოდა დისიდენტური კლუბების მიერ შექმნილი რამდენიმე კლუბის განვითარების ტენდენცია. ახალმა წესმა იმ წევრ კლუბს მისცა განსაკუთრებული პრივილეგია, რომელმაც გამართა პირველი შოუ ამ დარგში[2].

1924 წელს მიღებული ექსტერიერის შეფასების ახალი წესების თანახმად, ყველა ჯიში დაიყო 5 ჯგუფად: სანადირო, სამომსახურეო, ტერიერები, დეკორატიული და არასანადირო. თითოეული ჯგუფის სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ძაღლები ფასდება ერთად, რათა გამოვლინდეს ამ ჯგუფის გამარჯვებული, რის შემდეგაც ხუთი გამარჯვებულიდან ირჩევენ გამოფენის საუკეთესო ძაღლს. უფრო მოგვიანებით მადევარ და მწევარ ჯგუფს გამოიყო ცალკე ჯგუფი, ხოლო 1983 წელს სამომსახურეო ძაღლების დიდ ჯგუფს გამოეყო მეცხვარე ძაღლების ჯგუფი[2].

კლასიფიკაცია

ამერიკის მეძაღლეთა კლუბის კლასიფიკაციის მიხედვით ამ ორგანიზაციის მიერ აღიარებული ძაღლების ყველა ჯიში დაყოფილია 7 ძირითად ჯგუფად:

  • სანადირო მაძებრები. მოიცავს 30 ჯიშს, რომელთა შორისაა პოინტერები, ტეტრივერები, სეტერები და სპანიელები, რომელთაგან ბევრი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ნადირობაში და სხვა პროფილურ ღონისძიებებში. მათი უმრავლესობა მოითხოვს რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს[3].
  • სანადირო. მოიცავს მადევარი და მწევარი ძაღლების 30 ჯიშს, როგორებიცაა ფარაონის ძაღლი, ნორვეგიული ელკჰაუნდი, ავღანური მწევარი, ბიგლი[4].
  • სამომსახურეო. მოიცავს 30 ჯიშს (დობერმანი, ციმბირული ჰასკი, გერმანული დოგი), დამცველი, სასიარულო და მაშველი ძაღლების ჩათვლით, რომელთაგან ბევრი დიდი ზომებისა და ძალის გამო უვარგისია სახლში ლეკვების სახით გამოსაყენებლად[5].
  • ტერიერები. აქ შედის სხვადასხვა ტერიერების 31 ჯიში, რომელთა ზომები მერყეობს საკმაოდ პატარიდან (ნორფოლკ-ტერიერი, კერნ-ტერიერი ან უესტ-ჰაილენდ-უაიტ-ტერიერი) ძალიან დიდამდე (ერდელტერიერი). მათი წინაპრები გამოყვანილები არიან მტრებზე სანადიროდ და მოსაკლავად, რის გამოც ტერიერები ნაკლებად მომთმენები არიან სხვა ცხოველების მიმართ, ძაღლების ჩათვლით[6].
  • დეკორატიული ძაღლები. სულ 21 ჯიში. ძირითადად ეს მომცრო ზომის ძაღლებია, რომლებიც პოპულარულები არიან ქალაქის მოსახლეობაში და შედარებით პატარა შენობებში მცხოვრებ ხალხში[7].
  • არასანადირო. წარმოადგენს 20 ჯიშის სხვადასხვა შესახედაობის და ტემპერამენტის ძლიერი ძაღლების ჯგუფს (ჩაუ-ჩაუ, დალმაციელი, ფრანგული ბულდოგი, გერმანული შპიცი). ზოგიერთი მათგანი საკმაოდ იშვიათობაა (შიპერკე, ტიბეტური სპანიელი), სხვები ფართედ ცნობილები და პოპულარულებია (პუდელი, ლხასა აპსო)[8].
  • მეცხვარე ძაღლები. მოიცავს ძაღლების 30 ჯიშს, რომლებსაც გააჩნიათ სხვა ცხოველების მოძრაობის გაკონტროლების უნარი. ამის ნათელი მაგალითია დაბალი ზომის ველშ-კორგი, რომელსაც შეუძლია ძროხების ნახირის გაკონტროლება, რომელთა ზომები რამდენიმეჯერ მეტია ძაღლის ზომაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეცხვარე ძაღლების დიდი უმრავლესობა არასდროს ხვდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს, მტრული ინსტინქტი ზოგჯერ აღვიძებს მათ „ხახას“ საკუთარი მფლობელების, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ[9].

ასევე არსებობს სარეზერვო რეესტრი, რომელშიც იშვიათი ჯიშების სელექციონერებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ლეკვები და ნაშიერები მათი მომავალში აღიარებისათვის. მაგრამ მანამდე ჯიში ხვდება პირობითად აღიარებული ჯიშის სპეციალურ კლასში. სელექციის გარკვეული დონის მიღწევისას, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომი განვითარების საკმარის გენოფონდს, აღნიშნული კლასის სახეობა კლასიფიცირდება 7 ძირითადი ჯგუფიდან ერთ-ერთში[10][11].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. About AKC en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 History of the American Kennel Club en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  3. Sporting Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  4. Hound Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  5. Working Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  6. Terrier Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  7. Toy Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  8. Non-Sporting Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  9. Herding Group en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  10. Foundation Stock Service en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.
  11. Miscellaneous Class en. American Kennel Club. ციტირების თარიღი: 2017-11-12.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!