ალოტროპია (ბერძ. allos სხვა და tropos მობრუნება) — ელემენტის თვისება არსებობდეს ბუნებაში რამდენიმე მარტივი ნივთიერების სახით. ხოლო ამ მარტივ ნივთიერებებს ჰქვია ალოტროპიული სახესხვაობები, ამგვარად, ალოტროპიული სახესხვაობები ეწოდება მარტივ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოქმნილია ერთი და იმავე ელემენტისაგან.