ალეჩის მყინვარი (გერმ. Aletschgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, ალპებში. იგი ეშვება ბერნის ალპების აღმოსავლეთი მასივის სამხრეთ კალთებზე, სადაც მდებარეობს მისი მკვებავი ვრცელი ფირნის ველი.
ალეჩის მყინვარი ალპების უდიდესი მყინვარია, რომლის ფართობი შეადგენს 86,8 კმ²-ს (ფირნთან ერთად მყინვარის ფართობი იზრდება 117,6 კმ²-მდე), ხოლო სიგრძე უდრის 24,7 კმ-ს. ეშვება 1450 მ სიმაღლეზე. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს.
2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა