* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ალექსანდერ ნიუბელი (დ. 30 სექტემბერი, 1996) — გერმანელი ფეხბურთელი. ბუნდესლიგის კლუბ მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე. [1]
საკლუბო კარიერა
ადრეული წლები
ნიუბელი გაიზარდა ზალცკოტენ-ტუდორფში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში,[2] და დაიწყო კარიერა საფეხბურთო კლუბ „ტუდროფში“. 2005 წელს შეუერთდა „პადერბორნის“ ახალგაზრდულ გუნდს. სადაც იგი 14 წალმდე თამაშობდა სხვა პოზიციებზე.[3] 2014-2015 წლებში შეუერთდა „პადერბორნის“ გუნდს პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ამ სეზონში მას შეხვედრა არ ჩაუტარებია.
შალკე
ნიუბელი შეუერთდა „შალკეს“, საიდანაც ის გაუშვეს „შალკეს“ სარეზერვო გუნდში. 2016 წლის 14 მაისს შედგა მისი დებიუტი ბუნდესლიგაში, „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ სადაც მან 90 წუთზე სადაც მან შეცვალა რალფ ფერმანი.
ნიუბელმა სეზონი გუნდის სათადარიგო მეკარედ დაიწყო. 2018 წლის 24 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, „გალათასარაის“ წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[4]
ზამთრის შესვენების შემდეგ, დომენიკო ტედესკომ იგი ძირითადი შემადგენლობის მეკარედ აქცია.[5]2019 წლის 2 თებერვალს მიიღო წითელი ბარათი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ წინააღმდეგ და მოუწია 2 შეხვედრის გამოტოვება.[6] ამის შემდეგ ნიუბელი დაუბრუნდა შემადგენლობას და კვლავ იქცა გუნდის ძირითად მეკარედ.
2019 წლის 6 აგვისტოს „შალკეს“ მთავრმა მწვრთნელმა დავიდ ვაგნერმა ნიუბელი გუნდის კაპიტნად აირჩია.[7] ნიუბელმა სეზონი მხოლოდ ერთ წლიანი კონტრაქტით დაიწყო. 2019 წლის 22 დეკემბერს ცნობილი გახდა რომ ნიუბელი არ აპირებდა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. [8]2020 წლის 4 იანვარს ნიუბელი დათანხმდა მიუნხენის „ბაიერნის“ შემოთავაზებას და ცნობილი გახდა, რომ გუნდს სეზონის ბოლოს შეუერთდებოდა.[9] მან კაპიტნობა გადაულოცა ომარ მასკარელს.[10]
ბაიერნი
2020 წლის 30 ივნისს ნიუბელი შეუერთდა მიუნხენის „ბაიერნს“.[11] ნიუბელის დებიუტი შედგა გერმანიის თასზე, 15 ოქტომბერს, მე-5 ლიგის კლუბ „დიურენის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბაიერნმა“ ანგარიშით 3-0 დაამარცხა.[12]2020 წლის 1 დეკემბერს, შედგა მისი დებიუტი „ბაიერნში“ ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. შეხვედრა ანგარიშით 1–1 დასრულდა.[13]