ალბა-ლონგა

კასტელ-განდოლფო, ტბა ალბანოსთან, ანტიკური ალბა-ლონგის სავარაუდო ადგილას.

ალბა-ლონგა (ლათ. Alba Longa) — ლათინთა უძველესი ქალაქი იტალიაში. მდებარეობს ალბანოს მთის ძირში. გადმოცემით, ქალაქი დაუარსებია ენეოსის ძეს ასკანიუსს ძვ. წ. 1152, რომზე 400 წლით ადრე. ალბა-ლონგა სათავეში ედგა 30 ლათინური ქალაქის კავშირს. ძვ. წ. VII საუკუნეში რომის მეფე ტულუს ჰოსტილიუსიმ დაანგრია იგი, მოსახლეობა რომში გადაასახლა და მათ რომის მოქალაქეობა უბოძა.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!