ალავერდი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ოჟიოს თემში.[1] მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 430 მეტრზე, ახმეტიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფელში დგას ალავერდის მონასტერი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 141 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
176 |
97 |
79
|
2014[1] |
141 |
79 |
62
|
ლიტერატურა
სქოლიო