ავსტრია-თურქეთის ომი (1540-1547)

ავსტრია-თურქეთის ომი (1540—1547)
ავსტრია-თურქეთის ომების ნაწილი

ბუდა, 1541. სულეიმან I ხვდება აღმოსავლეთ უნგრეთის დედოფალ იზაბელა იაგელონს და მის ვაჟს იანოშ II - ს. თურქული მინიატურა XVI საუკუნე.
თარიღი 30 აგვისტო 154019 ივნისი 1547
მდებარეობა აღმოსავლეთ უნგრეთის სამეფო, უნგრეთის სამეფო
შედეგი (1547) წლის სტამბულის ზავი
მხარეები
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
ყირიმის სახანო

აღმოსავლეთ უნგრეთის სამეფო
მოლდოვის სამთავრო
საფრანგეთის სამეფო -ს მხარდაჭერით

საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია

ჰაბსბურგთა მონარქია
ბავარიის საჰერცოგო
ბრანდენბურგის საკურფიურსტო
საქსონიის საკურფიურსტო
ჰესენის ლანდსაგრაფო

 ესპანეთის იმპერია

პაპის ოლქის დროშა პაპის ოლქი
ვენეციის რესპუბლიკის დროშა ვენეციის რესპუბლიკა

მეთაურები
სულეიმან I
ჰადიმ სულეიმან ფაშა
დევლეთ I გირეი
პეტრე IV რარეში
ფერდინანდ I (სრი)
ვილჰელმ ფონ რონგენდორფი
პეტერ პერენი
მიკლოშ ზრინი
იოახიმე II ჰექტორი
ალესანდრო ვიტერი

ავსტრია-თურქეთის ომი  (1540-1547)  —  მეორე ომი ავსტრიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის უნგრეთში ჰეგემონიის დამყარებისთვის.

სამოქალაქო ომის განახლება

1538 წლის ნადივარადის ზავმა შეაჩერა სამოქალაქო ომი, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართული საზავო ხელშეკრულება საიდუმლო იყო, მაგრამ უკვე მომდევნო წელს  ფერდინანდ ჰაბსბურგელის წარმომადგენელმა იერონიმე ლასკიმ თავის ბატონს უღალატა და სულთანს აცნობა მისი შინაარსი.

იმავე წელს იანოშ I ზაპოლიაი დაქორწინდა სიგიზმუნდ I-ის ქალიშვილზე, იზაბელა იაგელონზე და 1540 წლის 7 ივლისს შეეძინა ვაჟი იანოს ჟიგმონდი. 22 ივლისს ზაპოლიაი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მაგრამ მან მოახერხა მაგნატებისგან ფიცი მიეღო, რომ ისინი   შეასრულებდნენ შეთანხმებას ფერდინანდთან.[1]

ზაპოლიაის ხაზინარის, ნაგივარადის ეპისკოპოსის დიერდი მარტინუზის ინიციატივით, შეგეშვარის სახელმწიფო კრებამ გამოაცხადა იანოშ ჟიგმონდი უნგრეთის მეფედ, ჩამოაყალიბა რეგენტთა საბჭო და სექტემბერში მიმართა სულთანს მხარდაჭერის თხოვნით. ფერდინანდმაც მიმართა სულთანს და შესთავაზა წლიური ხარკის გადახდა 30 ათასი ოქროს ოდენობით ზაპოლიაის საკუთრების სანაცვლოდ. 1540 წლის ნოემბერში ჰაბსბურგმა გაგზავნა მცირე ჯარი უნგრეთში ლეონჰარდ ფონ ფელსის მეთაურობით. ავსტრიელებმა წარუმატებელი ალყა შემოარტყეს ბუდას, შემდეგ დაიკავეს ფერდინანდის მხარეს გადასული მაგნატების მიერ გადაცემული პეშტი, ვაკი, ვიშეგრადი და სეკესფეჰერვარი.

სულეიმან I-მა ოქტომბერში უნგრეთის მეფედ აღიარა იანოშ ჟიგმონდი, ხოლო ნოემბერში მან ომი გამოუცხადა ფერდინანდს.

სულეიმანის მეხუთე კამპანია

1541 წლის აპრილში აუგსბურგის ბანკირების ფულით დაქირავებულმა  გერმანულმა 20 ათასიანმა არმიამ ვილჰელმ ფონ როგენდორფის მეთაურობით  ალყა შემოარტყა ბუდას პეტერ პერენიას უნგრეთის ჯარებთან ერთად. 23 ივნისს სულეიმანი უნგრეთის მეხუთე კამპანიაში გაემგზავრა. ბოსნიის და სმედერევოს ფაშები ალყაში მოქცეულებს დაეხმარნენ, გაერთიანდნენ ვალენტინ თერეკისა და დედოფალ იზაბელას ჯარებთან და 21 აგვისტოს დაამარცხეს ავსტრიის არმია ბუდასთან. ბრძოლის ველზე 16 ათასი გერმანელი დაეცა, სულთნის ბრძანებით მოგვიანებით 800 პატიმარი მოკლეს. თურქულმა ფლოტილიამ პეშტი დაიკავა. როგენდორფმა თავი შეაფარა ერთ-ერთ კუნძულს დუნაიზე, სადაც მალევე გარდაიცვალა ჭრილობებით, პერენმა უკან დაიხია ეგერის მიმართულებით.

29 აგვისტოს სულთნის ჯარებმა ბუდა დაიკავეს. სულეიმანმა მიიღო უნგრეთის ზაპოლიაის სამეფოს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ტისასა და დუნაის შუამდინარეთი გადავიდა ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში, ჩამოაყალიბა ვილაიეთი, რომლის ცენტრი  ბუდაში გახლდათ. ორი დღის შემდეგ იზაბელა და მისი ვაჟი ლიპაში გაგზავნეს. თურქებმა მათ დაუტოვეს ტისას იქით მდებარე და ტრანსილვანიის სავოევოდოს რეგიონები. შედეგად შეიქმნა ტრანსილვანიის ვასალური სამთავრო. მარტინუსი გახდა მთავრის ნაცვალი, რომელიც უკვე სულთნის ვასალი გახლდათ უკვე და არა მოკავშირე. ვალდებული იყო ყოველწლიური ხარკი გადაეხადა 10 ათასი ოქრო.[2]

2 სექტემბერს სულეიმანი საზეიმოდ შევიდა უნგრეთის ყოფილ დედაქალაქში. ღვთისმშობლის ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, ბუდას გამგებლად დანიშნეს ბაღდადის ყოფილი მმართველი სულეიმან ფაშა. სექტემბერში თურქეთის ბანაკში ჩავიდნენ ფერდინანდის ელჩები ნიკოლაუს ფონ ზალიმი (უმცროსი) და სიგიზმუნდ ჰერბერშტეინი, რომლებმაც ჰაბსბურგისთვის ზაპოლიაის სამეფოს გადაცემის სანაცვლოდ შესთავაზეს 100 ათასი ფლორინი ან უკიდურეს შემთხვევაში 40 ათასი დუკატი მშვიდობის აღსადგენად. სულეიმანმა განაცხადა, რომ მან იარაღის ძალით აიღო უნგრეთი და მშვიდობის პირობად წამოაყენა ესტერგომის, ტატას, ვიშეგრადისა და სეკესფეჰერვარის თურქებისთვის გადაცემა.[3]

1542 წლის კამპანია

ბუდას ციხე 1617 წ. ბუდას ციხესიმაგრე ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში 145 წელი იყო.

მაგნატების ზეწოლის ქვეშ მარტინუზიმ დაიწყო მოლაპარაკებები ფერდინანდთან 1541 წლის ოქტომბერში. 1541 წლის 29 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ტრანსილვანიის ფერდინანდის მმართველობაში გადაცემის შესახებ, რომელიც ბუდას თურქებისგან გათავისუფლების პირობას იძლეოდა. რაიხსტაგმა შპეიერში გამოყო სახსრები უნგრეთში 60000-კაციანი არმიის გასაგზავნად  იოახიმე ბრანდენბურგელის მეთაურობით. კასპარ სერედისა და პეტერ პერენიას 20000-ე უნგრულ არმიასთან გაერთიანების შემდეგ, გერმანელებმა ალყა შემოარტყეს პეშტს 1542 წლის 28 სექტემბერიდან 8 ოქტომბრამდე, მაგრამ მალევე იძულებულნი გახდნენ ალყა მოეხსნათ ჯარში გავრცელებული ტიფის ეპიდემიის გამო. იმპერატორმა კარლ V-მ ვერ შეძლო დახმარების გაწევა, რადგან ივლისში იტალიის ახალი ომი დაიწყო.

როდესაც დაინახეს გერმანელების უუნარობა შეეცვალათ არსებული ვითარება, ტრანსილვანიის სახელმწიფო ასამბლეამ 20 დეკემბერს  უარი განაცხადა ფერდინანდთან შეთანხმებაზე, მმართველად აღიარა იანოშ ჟიგმონდი და გადაწყვიტა სულთნისთვის გადაეხადა ყოველწლიური ხარკი 10 ათასი ოქროს ოდენობით.

სულეიმანის მეექვსე კამპანია

1543 წლის 23 აპრილს სულთანმა 200 000-კაციანი არმიით ახალი კამპანია წამოიწყო უნგრეთის წინააღმდეგ.  არმიას თან ახლდა 370 ხომალდისგან შემდგარი ფლოტილია ალი ბეგისა და სინან ფაშას მეთაურობით. თურქებმა აიღეს ვალპო 23 ივნისს, ფიუნფკირხენი (პეჩი) და შიკლოში ივლისში, ხოლო ესტერგომი დაეცა 10 აგვისტოს, სამკვირიანი ალყის შემდეგ. 17 აგვისტოს ოსმალებმა აიღეს ტატუ, ხოლო 4 სექტემბერსსეკესფეჰერვარი.  ყაჩაღობისთვის მიმოფანტული თურქთა რაზმები დაამარცხეს მიკლოშ ზრინიმ და ფერენც კაპოლნაიმ.[4]

1544 წლის კამპანია

1544 წელს ომი გაგრძელდა უნგრეთში, სლავონიასა და ხორვატიაში. ბუდაში მოკალათებულმა მუჰამედ ფაშამ დაიპყრო ვიშეგრადი აპრილის ბოლოს, რამაც თურქებს საშუალება  მისცა თავიანთი კონტროლის ქვეშ მოექციათ ნავიგაცია დუნაიზე, შემდეგ აიღეს ნოგრადი, ჰატვანი, დებრეკეზი, ოზორა და შიმონტორნია. ხორვატიაში პოზიციების გასამაგრებლად იბრძოდნენ მიკლოშ ზრინი და ბილდერშტეინი.

ზავი

1544 წლის ბოლოს ჰაბსბურგები იძულებულნი გახდნენ თურქებთან სამშვიდობო მოლაპარაკება ეწარმოებინათ. 1545 წლის 10 ნოემბერს დაიდო ზავი წელიწადნახევრით, ხოლო 1547 წლის 19 ივნისს —  სტამბოლის ზავი ხუთი წლის   ვადით  კარლ V, ფერდინანდსა და სულეიმან I - ს შორის.

გერმანიაში შმალკალდენის ომით შებოჭილი ძმები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ დამარცხება მუსლიმურ სამყაროსთან ბრძოლის პირველ რაუნდში. სულთანი ახალი ომისთვის ემზადებოდა  ირანთან  და დასავლეთშიც სჭირდებოდა ამოსუნთქვა. ხელშეკრულება უზრუნველყოფდა უნგრეთის სამ ნაწილად გაყოფას; ფერდინანდს ყოველწლიურად 30000 ოქროს ცალი უნდა გადაეხადა უნგრული სამფლობელოების უზრუნველსაყოფად. უნგრელი მაგნატები, ჰაბსბურგების მომხრეები, უკმაყოფილონი იყვნენ სულთანისთვის იმ მიწების გადაცემით, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ იძულებულები იყვნენ შეგუებოდნენ არსებულ ვითარებას  და 1547 წლის 25 ნოემბერს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება შეეტანათ სამეფოს კონსტიტუციაში.[5]

ლიტერატურა

  • Hammer-Purgstal J. von. Histoire de l’empire ottoman. T. II. — P.: Bethune et Plon, 1844 (გერმ.)
  • Габсбурги, Венгрия, Трансильванское княжество и Османская империя в XVI в. // Османская империя и страны Центральной, Восточной и Юго-Восточной Европы в XV—XVI вв. — М.: Наука, 1984 (რუს.)
  • История Венгрии. Т. I. — М.: Наука, 1971 (რუს.)
  • История Словакии. — М.: Институт славяноведения РАН, 2003. — ISBN 5-93442-005-0 (რუს.)

სქოლიო

  1. Szerk.: Liptai Ervin: Magyarország hadtörténete. Zrínyi katonai kiadó, 175. o. (1985). ISBN 963-32-6337-9 (უნგრ.)
  2. Markó László. A magyar állam főméltóságai. Magyar Könyvklub, 38. o. (1999). ISBN 963-547-085-1 (უნგრ.)
  3. Csorba Csaba, Estók János, Salamon Konrád. Magyarország képes története. Magyar Könyvklub, 75. o. (1999). ISBN 963-548-961-7 (უნგრ.)
  4. Meg kell jegyezni, hogy a nagyobb hadmozdulatok szünetetelnek ilyenkor, a kisháború, azaz a portyázások és felderítések azonban még ekkor is tartanak. (უნგრ.)
  5. Csorba Csaba, Estók János, Salamon Konrád. Magyarország képes története. Magyar Könyvklub, 76. o. (1999). ISBN 963-548-961-7 (უნგრ.)

Read other articles:

Bài này viết về khu dự trữ sinh quyển được UNESCO công nhận tại Mexico. Đối với vườn quốc gia El Salvador, xem vườn quốc gia Los Volcanes. Khu dự trữ sinh quyển Los VolcanesNúi lửa IztaccihuatlVị tríMexicoTọa độ19°33′34,92″B 98°39′32,76″T / 19,55°B 98,65°T / 19.55000; -98.65000Diện tích171.774,4 hécta (663,225 dặm vuông Anh)Thành lập2010Cơ quan quản lýVườn qu...

 

Pemilihan umum Bupati Batang 20172011202215 Februari 2017Kandidat Peta persebaran suara Peta lokasi Kabupaten Batang Bupati petahanaYoyok Riyo Sudibyo Bupati terpilih Wihaji PPP Sunting kotak info • L • BBantuan penggunaan templat ini Pemilihan umum Bupati Batang 2017 dilaksanakan pada 15 Februari 2017 untuk memilih Bupati dan Wakil Bupati Batang periode 2017-2022. Kandidat KPUD Batang telah menetapkan empat pasang kandidat peserta Pilkada Batang 2017.[1] Pada 25 Oktober...

 

Exakt darstellbare Gleitkomma­zahlen für verschiedene Mantissen­längen, Basis: 2, Exponent −3 bis 1 Eine Gleitkommazahl (englisch floating point number) – wird in zwei Zusammenhängen benutzt: für die praktischere Schreibweise sehr großer und sehr kleiner Zahlen in wissenschaftlicher Notation, Gleitkomma- bzw. Exponentialschreibweise, sowie für die Repräsentation von Zahlen in wissenschaftlichen Taschenrechnern und in Computern. Im Gegensatz zu Festkommazahlen (zu den...

الفيلق البارثي الثاني   الدولة روما القديمة  الاشتباكات الحروب الرومانية الفرثية  تعديل مصدري - تعديل   جزء من سلسلة مقالات حولجيش روما القديمة التاريخ البنائي Unit types and ranks Legions قوات احتياط (الجيش الروماني) Generals Navy Fleets Admirals تاريخ الحملات Wars Battles Decorations and punishments Technolog...

 

Patricio O'WardPato O'Ward dalam Grand Prix Long Beach 2021Kebangsaan MeksikoLahirPatricio O'Ward Junco6 Mei 1999 (umur 24)Monterrey, Nuevo León, MeksikoKarier Seri IndyCar41 lomba dalam kurun waktu 5 tahunTimNo. 5 (Arrow McLaren SP)Hasil terbaik3rd (2021)Lomba pertama2018 GoPro Grand Prix of Sonoma (Sonoma)Lomba terakhirTemplat:Latest IndyCarMenang pertama2021 XPEL 375 (Texas)Menang terakhir2021 Chevrolet Detroit Grand Prix Race 2 (Detroit) Menang Podium Pole 2 9 4 Terakhir diperbarui ...

 

Narasumber sedang menyampaikan materi pada sebuah seminar. Sebuah keterlibatan perempuan instruktur membahas di Bengali Wikipedia dalam sebuah seminar di Dhaka pada 2015 Seminar adalah pertemuan berkala yang diadakan oleh seseorang yang sedang melaksanakan tugasnya.[1] Seminar berasal dari kata Latin semin yang berarti benih atau dari kata seminarium, yang artinya tanah tempat menanam benih. Jadi, seminar memiliki arti tempat benih-benih kebijaksanaan. Kebijaksanaan yang dimaksud tent...

Boston-based advertising and marketing communications agency MullenLowe U.S.IndustryAdvertising, MarketingFounded1970FounderJim MullenHeadquartersBostonNumber of locations4Key peopleLee Newman, CEOServicesCreative, public relations, full-service media, analytics.ParentInterpublic Group of Companies (IPG)Websitemullenlowe.com MullenLowe U.S. is a Boston, Massachusetts-based advertising and marketing communications agency, a part of MullenLowe Group owned by multinational advertising network In...

 

Cheese that is matured in brine Cubes of Bulgarian sirene white brined cheese Brined cheese, also sometimes referred to as pickled cheese for some varieties, is cheese that is matured in brine in an airtight or semi-permeable container. This process gives the cheese good stability, inhibiting bacterial growth even in warmer climates.[1] Brined cheeses may be soft or hard, varying in moisture content and in colour and flavour according to the type of milk used. However, all are rindles...

 

Part of a series onBritish law Acts of Parliament of the United Kingdom Year 1801 1802 1803 1804 1805 1806 1807 1808 1809 1810 1811 1812 1813 1814 1815 1816 1817 1818 1819 1820–1824 1825–1829 1830–1834 1835–1839 1840 1841 1842 1843 1844 1845 1846 1847 1848 1849 1850–1854 1855–1859 1860–1864 1865–1869 1870–1875 1876 1877 1878 1879 1880–1883 1884 1885–1889 1890–1894 1895–1899 1900 1901 1902 1903 1904 1905 1906 1907 1908 1909 1910 1911 1912 1913 1914 1915 1916 1917 1918...

Fort in South Africa Fort FrederickPort Elizabeth, South Africa The fort situated along Athol Fugard TerraceFort FrederickShow map of Eastern CapeFort FrederickShow map of South AfricaCoordinates33°58′00″S 25°37′17″E / 33.966588°S 25.621436°E / -33.966588; 25.621436TypeMortared constructionHeight2 floors, wooden blockhouse burned downSite informationControlled by South AfricaOpen tothe publicYesConditionIntactSite historyBuilt1799;&#...

 

Феодосий Антонович Иотка Дата рождения 9 мая 1913(1913-05-09) Место рождения Мельниково, Российская империя, ныне Новичихинский район Дата смерти 31 октября 1990(1990-10-31) (77 лет) Место смерти Киев Принадлежность  СССР Сражения/войны Великая Отечественная война Награды и прем...

 

У этого термина существуют и другие значения, см. У (значения). У Самоназвание 吳語, 吴语 Страны Китай (КНР, Тайвань, Гонконг), Сингапур, США Регионы Аньхой, Калифорния, Нью-Йорк, Цзянсу, Чекян (Чжэцзян) Общее число говорящих 77[1] — 90 млн[2] Рейтинг 20 Классификация Категор...

八島 八島の空中写真。国土交通省 国土地理院 地図・空中写真閲覧サービスの空中写真を基に作成(2008年撮影。)所在地 日本(大分県佐伯市)所属諸島 豊後諸島 OpenStreetMap  プロジェクト 地形テンプレートを表示 八島(やしま)は、大分県佐伯市の佐伯湾の湾奥部、鶴見半島の付け根付近に位置する無人島である。 概要 鶴見半島の付け根にある大崎鼻の沖合約500...

 

1936 film This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Adventures of Pinocchio unfinished film – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2017) (Learn how and when to remove this template message) The Adventures of PinocchioItalian advertisement for the film.Directed byRaoul VerdiniUmber...

 

This article may rely excessively on sources too closely associated with the subject, potentially preventing the article from being verifiable and neutral. Please help improve it by replacing them with more appropriate citations to reliable, independent, third-party sources. (October 2022) (Learn how and when to remove this template message) Database management system by SAP SAP HANADeveloper(s)SAPInitial release2010 (2010)Stable release2.0 SPS07[1] (April 4, 2023; 8...

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: LSWR T6 class – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2014) LSWR T6 classType and originPower typeSteamDesignerWilliam AdamsBuilderLSWR Nine Elms WorksBuild date1895–1896Total produced10SpecificationsConfiguration:​ •&#...

 

Новак Джокович выигрывал турнир рекордные 10 раз Одиночный турнир среди мужчин на Открытом чемпионате Австралии по теннису разыгрывается с 1905 года. До начала «Открытой эры» современного тенниса мужчины выявляли лучшего в рамках чемпионата Австралии, а до 1927 года — в ...

 

Carmichael v National Power plcThe plaintiffs worked at Blyth Power Station.CourtHouse of LordsDecided18 November 1999Citation(s)[1999] UKHL 47, [1999] 1 WLR 2042; [1999] ICR 1226Case opinionsLord Irvine LC, Lord HoffmannKeywordsEmployment contract, mutuality of obligation, casual worker, holiday Carmichael v National Power plc [1999] UKHL 47 is a British labour law case on the contract of employment for the purpose of the Employment Rights Act 1996. Facts Tour guides had complained that they...

For the other domain of the same name, see Tsushima-Fuchū Domain. Ishioka Domain(1869–1871)石岡藩Hitachi-Fuchū Domain(1602–1869)常陸府中藩Domain of Japan1602–1871CapitalFuchū jin'ya [ja]History • TypeDaimyō Historical eraEdo period• Established 1602• Disestablished 1871 Preceded by Succeeded by Hitachi Province Ishioka Prefecture Today part ofIbaraki Prefecture Hitachi-Fuchū Domain (常陸府中藩, Hitachi-Fuchū han) was a feudal dom...

 

  لمعانٍ أخرى، طالع أرشيبالد كامبل (توضيح). تحتاج هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر إضافية لتحسين وثوقيتها. فضلاً ساهم في تطوير هذه المقالة بإضافة استشهادات من مصادر موثوق بها. من الممكن التشكيك بالمعلومات غير المنسوبة إلى مصدر وإزالتها. (يناير 2019) أرشيبالد كامبل   مع...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!