ადიღეს ავტონომიური ოლქი, ადიღეს აო (რუს. Адыгейская автономная область, Адыгейская АО) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სსრკ-ში, რსფსრ-ის კრასნოდარის მხარეში, 1922-1991 წლებში.
ადიღეს ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს. ფართობი 7,6 ათ. კმ². ავტონომიურ ოქში იყო 6 ადმინისტრაციული რიონი, 1 ქალაქი და 4 დაბა. ადმინისტრაციული ცენტი — ქ. მაიკოპი.
ისტორია
- ადიღეს ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს, როგორც ჩერქეზეთის (ადიღე) ავტონომიური ოლქი.
- 24 აგვისტოს შეუცვალეს სახელწოდება და დაარქვეს ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი.
- 1928 წლის 3 აგვისტოდან ისევ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ადიღეს ავტონომიური ოლქი.
- 1929 წლის 7 თებერვალს ოლქის გაფართოების ფონზე იქმნება 3 რაიონი: კრასნოგვარდეისკი, პსეკუპსკი და შოვგენოვსკის რაიონები.
- 1934 წლის 10 იანვარს ოლქი შევიდა აზოვ-შავიზღვის მხარეში.
- 1934 წლის 28 დეკემბერს ოლქში შეიქმნა 5 რაიონი: კოშეხაბლსკის, კრასნოგვარდეისკის, ნიკოლაევსკოეს, პონეჟუკაისკის, ტახტამუკაისკის და შოვგენოვსკის რაიონები.
- 1936 წლის 10 აპრილს ოლქს შეუერთეს ქალაქი მაიკოპი, გიაგინსკის რაიონი და ხანსკის სოფსაბჭო. აღნიშნულის შედეგად ოქის ადმინისტრაციულმა ცენტრმა გადაინაცვლა ქალაქ მაიკოპში.
- 1937 წლის 13 სექტემბრიდან ადიღეს აო კრასნოდარის მხარეშია.
- 1940 წლის 21 თებერვლიდან ოლქს შეუერთეს კუჟურსკის სასოფლო თემი, ხოლო მის საზღვრებში შეიქმნა მაიკოპის რაიონი, რის შედეგადაც ოლქში გახდა 7 რაიონი: გიაგინსკის, კოშეხაბლსკის, კრასნოგვარდეისკის, მაიკოპის, ტახტამუკაისკის, ტეუეჟსკისა და შოვგენოვსკის რაიონები.
- 1962 წლის 28 აპრილს მაიკოპის რაიონს შეუერთეს გაუქმებული ტულსკის რაიონი, რის შედეგადაც ადიგეს აო-ს ტერიტორიამ იიღო საბოლოო სახე.
- 1990 წლის 5 ოქტომბერს ადიგეს საოლქო სახალხო დეპუტატთა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება აემაღლებინა სტატუსი ოქისათვის და გამხდარიყო ადიღეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
- 1990 წლის 15 დეკემბერს ადიღეს გამოსვლა კრასნოდარის მხარიდან დამტკიცდა რსფსრ-ს სახალხო დეპუტათა მეორე მოწვევაზე, რომელმაც შეცვალა რსფსრ-ს კონსტიტუცია. აღნიშნული კანონი უფლებას აძლევდა ავტონომიურ ოლქებს გამოსულიყვნენ იმ მხარეებიდან რომლებშიც ისინი შედიოდნენ[2].
- 1991 წლის 3 ივლისს რსფსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ადიღეს აო გარდაქმნილიყო ადიღეს სსრ-ად[3][4].
- 1992 წლის 23 მარტს ადიღეს უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი გარდაქმნილიყო ადიღეს სსრ — ადიღეს რესპუბლიკად[5].
- 1992 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო ადიღეს რესპუბლიკად გარდაქმნის გადაწყვეტილება[6]. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1992 წლის 16 მაისს მისი გაზეთ «Российской газете»-ში გამოქვეყნებისთანავე[7].
ლიტერატურა
სქოლიო