რამსდეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „შეფილდ იუნაიტედში“ დაიწყო, 2017 წელს შეუერთდა „ბორნმუთს“. მომდევნო სეზონები იჯარით „ჩესტერფილდსა“ და „უიმბლდონში“ გაატარა. 2020 წელს „შეფილდმა“ 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად დაიბრუნა.
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „არსენალმა“ ის 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რითიც რამსდეილი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.